«უდიდესი მოთამაშეების ტოპ ხუთეული
თამაშის სტილით, საიდუმლო სტრატეგიითა და ტაქტიკით ყველა მოთამაშე უნიკალურია. ზოგს ონლაინ აზარტული თამაშები იზიდავს, ზოგს კი ლას-ვეგასში გართობა ურჩევნია. გაგაცნობთ იმ ყველაზე ცნობილი მოთამაშეების ტოპ ხუთეულს, ვისი სტუმრობაც ყველა სამორინეს ძალიან უხარია. სამორინეები მათ მოსაზიდად, ერთმანეთსაც ეჯიბრებიან.
საკმარისია, რომელიმე მათგანი ნებისმიერი სამორინეს ზღუბლზე გამოჩნდეს, რომ მათ ისე ექცევიან, როგორც ნამდვილ მეფეებს და მაშინვე VIP ზონაში ეპატიჟებიან. მათ წამებში უხსნიან მილიონობით დოლარიან საკრედიტო ხაზს, ხოლო მომსახურე პერსონალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, რადგან მათგან ყოველთვის ელოდება მსუყე გასამრჯელოს.
თამაშების ამ გიგანტებს, მაღალი კლასის მოთამაშეებს ეძახიან. ისინი განსაკუთრებულები არიან. ისინი არასოდეს არ კრთებიან და არ იხევენ უკან, მაშინაც კი, როცა რისკიანი თამაშია და დაბალი რანგის მოთამაშე აუცილებლად დაწვებოდა. მათ ერთ მოგებას შეუძლია მთელი სათამაშო დაწესებულების გაკოტრება. ვინ არიან ისინი?
კერი პაკერი (Kerry Packer)
კერი პაკერი იყო ავსტრალის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი მედია მაგნატი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ათი წლის წინ გარდაიცვალა, დღემდე გვახსოვს მისი თამაშის სტილი - გულუხვი და მფლანგველური. როგორც წესი, თავის საყვარელ სამორინეებში, იგი მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ათასიან ფსონებს დებდა და მომსახურე პერსონალსაც ანებივრებდა გულუხვი გასამრჯელოებით. არსებობს ლეგენდა, რომ ერთხელ მან სათამაშოდ $25 მილიონი დადო და წააგო მთელი თანხა. იმ კონკრეტულ სამორინეს ძალზე გაუმართლა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბატონო პაკერი საკმაოდ ხშირად იგებდა კიდეც. ლას-ვეგასის ერთ-ერთ სამორინეში ერთხელ მან $33 მილიონი მოიგო. ასე, რომ მისი სტუმრობა სამორინეებისათვის დიდი რისკის შემცვლელიც გახლდათ.
ტერენს ვატანაბე (Terrance Watanabe)
ჩვენ მაღალი კლასის მოთამაშეებს გიგანტებს ვადარებთ. ტერენს ვატანაბე კი შეგვიძლია შევადაროთ ისეთ ვეშაპს, რომელსაც საკუთარი სიდიდე გუდავს. იყო დრო, როდესაც ტერენსი მილიონერების რიგებში ირიცხებოდა, მაგრამ აზარტული თამაშების სიყვარულმა მას ყველაფერი დააკარგვინა. ლას-ვეგასში იგი ახსოვთ, როგორც ადამიანი ყველაზე დიდი დანაკარგებით. მხოლოდ 2009 წელს, სამორინეებში მის მიერ წაგებულმა თანხამ $127 მილიონი შეადგინა!
ამ ეტაპზე ბატონო ტერენსი სამართლებრივ დავაში იმყოფება Harrah სამორინესთან, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით მას თავის დროზე $120 მილიონიანი კრედიტი მისცა. თავის მხრივ, ბატონი ვატანაბე ამტკიცებს, რომ სამორინე ყოველმხრიც ცდილობდა და ყველაფერზე მიდიოდა, რომ მას თამაში გაეგრძელებინა და არ შეეწყვიტა იგი. ამისათვის ტკივილგამამუყებლებსაც კი აძლევდნენ. მონაცემებით, ლას-ვეგასის სამორინეებში ვატანაბე ცნობილია, როგორც ისტორიაში ყველაზე დიდი წაგებების მქონე ადამიანად.
ასე, ამ გიგანტმა გამარჯვებისა და დაპყრობის მაგივრად, თვითგანადგურებას მიაღწია.
ძენლი იე გონ - (Zhenli Ye Gon)
დღეს ეს ჩინელ-მექსიკელი ბიზნესმენი ნარკოტიკების რეალიზაციაში არის ეჭვმიტანილი. 2007 წელს მისი სასახლის ჩხრეკისას პოლიციამ $200 მილიონი აღმოაჩინა.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი აზარტული თამაშების ისტორიები წარსულს ჩაბარდება, მაგრამ ეს წარსული დიდხანს დაუვიწყარი იქნება. პირველ რიგში ეს ეხება Venetian Resort სამორინეს, რომელმაც მისტერ იე გონი როის-როისით დაასაჩუქრა მისი მსხვილი „შემოწირულობებისთვის“, რაც $120 მილიონს უტოლდებოდა. დაგვეთანხმებით, ნამდვილად ხელგაშლილი კლიენტია!
აკიო კაშივაგი (Akio Kashiwagi)
ამ ცნობილ ბიზნესმენს „მეომარსაც“ (The Warrior) ეძახიან. უძრავი ქონების იაპონელი ინვესტორი 1992 წელს იქნა მოკლული. მიუხედავად ამისა, მის მიერ გაკეთებული მსხვილი ფსონები არასოდეს მიეცემა დავიწყებას. იგი უდაოდ უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა ლას-ვეგასის სამორინეებში. მაგალითად: 1990 წელს ბატონმა კაშივაგიმ $10 მილიონი დატოვა დონალდ ტრამპის კუთვნილ სამორინეში.
ფუად ალ-ზაიათ (Fouad al-Zayat)
სირიელი ბიზნესმენი და ინვესტორი ბატონ ალ-ზაიათი ცნობილია „მსუქანი კაცის“ (The Fat Man) სახელით. სათამაშო ბიზნესის სამყაროში იგი ამ გიგანტების ერთ-ერთი კლასიკური წარმომადგენელია. 12 წლის განმავლობაში მისმა დანაკარგმა ლონდონის ცნობილ სამორინეებში $37 მილიონი შეადგინა, რასაც მოჰყვა მის მიერ სასამართლო დავის წაგებაც, რის შედეგად, ბატონ ფუადს დამატებით £2 მილიონის გადახდა მოუწია. მაგრამ ეს არ არის ამ ისტორიის დასასრული. ერთი წლის შემდეგ მან უგულვებელყო ეს ვალი და პირობა დადო აღარასდროს შესულიყო მომავალში ლონდონის აღნიშნულ სამორინეში.
დასკვნა
ბოლოს და ბოლოს, ვინ არიან თამაშის ეს გიგანტები? პირველ რიგში ისინი მაღალი კლასის მოთამაშეები (ეგრეთ წოდებული „ჰაი როლერები“), წკვიანი სტრატეგები და რისკის მოყვარული ადამიანები არიან. ისინი უპირატესობას ბლექჯეკს (blackjack) და ბაქარას (baccarat) ანიჭებენ. მათ ასევე მოსწონთ და სიამოვნებით თამაშობენ რულეტკას (roulette), პოკერს (poker), კამათელს (craps) და მათ ნამდვილად არ მოსწონთ სლოტები - სათამაშო აპარატები (slots). ინტუიციისა და საღი აზროვნების შერწყმით, ისინი ყალიბდებიან რაღაც არარეალურ არსებებად, ინაცვლებენ რა ერთი სამორინედან მეორეში. ზოგ მათგანს არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ურჩევნიათ მარტო დარჩენა და ონლაინ თამაშები, მით უმეტეს, რომ ისეთი თანხების მოგება, როგორიც ამ ნამდვილ გიგანტებს შეეფერებათ, აქაც შესაძლებელია სავსებით.
შეიძლება თუ არა, მისაბაძ ფიგურებად ჩავთვალოთ ან ავირჩიოთ თამაშის ეს გიგანტები? რატომაც არა?! თუ თქვენ შეგიძლიათ უზარმაზარი თანხები ჩადოთ აზარტულ თამაშებში, მაშინ იგრძენით თავი უმაღლესი კლასის მოთამაშეთ, დადეთ მილიონიანი ფსონები და ნუ დაინანებთ მსხვილ დანაკარგებს, მოგებაც ხომ შესაძლებელია?!
რეკომენდირებული კაზინო
200%-ანი გაწევრიანების ბონუსი €50. მხოლოდ ახალი მოთამაშეებისთვის
100%-ანი გაწევრიანების ბონუსი $100. მხოლოდ ახალი მოთამაშეებისთვის
100%-ანი გაწევრიანების ბონუსი €100. მხოლოდ ახალი მოთამაშეებისთვის
100%-ანი გაწევრიანების ბონუსი $100. მხოლოდ ახალი მოთამაშეებისთვის
100%-ანი გაწევრიანების ბონუსი $200. მხოლოდ ახალი მოთამაშეებისთვის
100%-ანი გაწევრიანების ბონუსი €150. მხოლოდ ახალი მოთამაშეებისთვის