«პროგრესირებადი (მზარდი) ჯეკპოტი ავტომატებზე

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ონლაინ სამორინეში („კაზინოში“) ცდის ბედს, ამოძრავებს დიდი თანხის მოგების სურვილი. რა თქმა უნდა, ეს არის ის მიზანი, რომლის მიღწევასაც ცდილობს ყოველი მოთამაშე. ბევრს არ აკმაყოფილებს სტანდარტულ სლოტ-თამაშებში (აპარატებში) შესაძლო მოსაგები თანხის ოდენობა. შესაბამისად, მათ აუცილებლად დააინტერესებთ პრეგრესირებადი, ანუ მზარდი ჯეკპოტის მქონე სლოტ-თამაშების იდეა. თუ თქვენ დღემდე არაფერი გსმენიათ მის შესახებ, ნება გვიბოძეთ, გაგაცნოთ, თუ რას წარმოადგენს მზარდი ჯეკპოტი, რომელსაც მსოფლიოს მაშტაბით მრავალი დიდი მოგება უკავშირდება.

პროგრესირებადი (მზარდი) ჯეკპოტი სხვადასხვა ოდენობის თანხას აღნიშნავს, რომელიც ბორბლის (ე.წ.რულეტკის) თავზეა გამოსახული და მოთამაშის მიერ ყოველი ფსონის დადებისას იმატებს. მთლიანი თანხის მოგება შეუძლია ერთ მოთამაშეს, რის შემდეგაც ჯეკპოტის თანხა მინიმალურ ნიშნულს უბრუნდება და კვლავ იწყებს ზრდას ყოველი მომდევნო ფსონის დადებისას. დაგვეთანხმებით, რომ საკმაოდ მარტივი პროცესია, მაგრამ მაინც დეტალურად განვიხილოთ მისი მოქმედების პრინციპი.

როგორ მუშაობს პროგრესირებადი ჯეკპოტი

ონლაინ აზარტული თამაშების შემქმნელებმა შეიმუშავეს ორიგინალური, ე.წ. პროგრესირებადი სლოტ-თამაშები, სადაც ჯეკპოტის თანხები სხვადასხვა ოდენობისაა. ზოგ თამაშში 1, ზოგში 2 ან 3 და რაგინდ უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, ზოგიერთ მათგანში შესაძლებელია 5 და 6 სხვადასხვა ოდენობის ჯეკპოტის მოგებაც. მზარდი ჯეკპოტის თამაშებს იგივე პრინციპი უდევს საფუძვლად, რაც ყველასათვის ნაცნობ სტანდარტულ სლოტ-თამაშებს (აპარატებს), ანუ მოგების შესაძლებლობა გეძლევათ ბორბლის დატრიალებითა და 3 ან 5 სიმბოლოს დამთხვევით. მზარდი ჯეკპოტის დროს ჯეკპოტის თანხა გამოსახულია ბორბლის თავზე და ყოველი ფსონის დადებისას საერთო ჯეკპოტის თანხას ემატება გარკვეული პროცენტი. უფრო მეტიც, სხვა მოთამაშის მიერ ფსონის დადებისას იგივე მეორდება და საერთო ჯეკპოტის თანხას ემატება მის მიერ დადებული ფსონის გარკვეული პროცენტიც. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის რომელ სამორინეშიც არ უნდა ხდებოდეს ფსონის დადება, ერთი და იმავე სლოტ-თამაშებზე დადებული თანხიდან გარკვეული პროცენტი, მაინც ირიცხება პროგრესირებად ჯეკპოტის ანგარიშზე.

ჯეკპოტის მოგების გზა განსხვავებულია სხვადასხვა თამაშში. თქვენ ნახავთ, რომ ზოგიერთ მათგანში კონკრეტული სიმბოლოს განსაკუთრებულ ხაზში მოხვედრაა საჭირო, ამავდროულად სხვაგან მრავალნაირი ბონუსების გავლა და აღება გევალებათ. მაგალითად, თუ თქვენ თამაშობთ Netent′s Icy Wonders, უნდა დაამთხვიოთ 5 იდენტური სიმბოლო, რომელსაც ოქროს ვარსკვლავები აქვს მიბმული. ეს გაძლევთ მაქსიმალური ჯეკპოტის მოგების შესაძლებლობას. ამავე კომპანიის შექმნილია Cosmic Fortune რომელსაც განსხვავებული მოთხოვნები აქვს - უნდა გაიაროთ Free Falls ბონუს თამაში, მოაგროვოთ მარმარილოები, ჯეკპოტის შესაგროვებელ თასში („Jackpot Collector Cup“) და მხოლოდ ამის შემდეგ გაქვთ უფლება გააგრძელოთ თამაში, რომელიც 5 სხვადასხვა მზარდი ჯეკპოტისაგან შედგება.

ყველაზე ცნობილი პროგრესირებადი თამაშები

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მსოფლიოში არსებული ონლაინ სათამაშო კომპანიების უმრავლესობა გთავაზობთ პროგრესირებად სლოტ-თამაშებს. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოირჩევიან განსაკუთრებული ცნობადობითა და პოპულარობით. ზემოთ უკვე ხსენებულ თამაშებთან ერთად, კომპანია Netent-ს აგრეთვე ეკუთვნის კლასიკური სტილის The Arabian Nights და Mega Fortune, რომელიც გაძლევთ საშუალებას ეზიაროთ ცხოვრების იმ სტილს, რომელიც მოგეცემათ ჯეკპოტის მოგების შემთხვევაში.

Microgaming არის კიდევ ერთი ცნობილი კომპანია, რომლის შემოთავაზებებიდან ყველაზე გამორჩეული Mega Moolah სლოტ-თამაშია. მის გარდა, აღნიშნული კომპანიის პროდუქტებიდან აღსანიშნავია The Dark Knight, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით არის შექმნილი; King Cashalot და Major Millions. კომპანია Playtech წარმოგიდგენთ საკმაოდ საინტერესო სლოტ-თამაშებს Marvel-ის თემატიკიდან. ისეთებს როგორიცაა Blade, Elektra, Fantastic Four II და Iron Man 2. აღსანიშნავია, მათ ყველას აერთიანებს პროგრესირებადი ჯეკპოტის ერთობლიობა.

უდიდესი მოგებები

ზემოთ აღნიშნული თამაშების პოპულარობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ უმსხვილესი მოგებები სწორედ ამ სლოტ-თამაშებში დაფიქსირდა. მაგალითად, 2013 წელს Netent-მა The Arabian Nights-ში მოგებისას სტოკჰოლმის მკვიდრს გადაუხადა € 4.1 მილიონი, ხოლო Mega Moolah-ში იღბლიანმა ფინელმა € 5.5 მილიონი მოიგო. აგრეთვე Microgaming-მა დიდი ბრიტანეთის მკვიდრს £ 5.8 მილიონი გადაუხადა The Dark Knight Rises-ში ერთ მოგებაზე. 2013 წლის უდიდესი მაჩვენებლებიდან მოგება € 17.8 მილიონი კომპანია Netent-მა ფინეთის მკვიდრს გადაუხადა. ამ იღბლიანმა მოთამაშემ უბრალოდ 25 ცენტი დადო ფსონზე, ჩართო ბონუს თამაში, რამაც მისცა მას უფლება დაესრულებინა იგი და შესაბამისად, გამხდარიყო პროგრესირებადი ჯეკპოტის სლოტ-თამაშის ისტორიაში ყველაზე იღბლიანი გამარჯვებული. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიას უკვე ჰქონდა 2011 წელს გადახდილი Mega Fortune სლოტ-თამაშში გათამაშებული €11.7 მილიონიანი მოგება.

რა მოხდება შემდეგში?

იმ იღბლიანი ადამიანების მაგალითზე, რომლებმაც დროის ძალზე მცირე მონაკვეთში შეძლეს მოგება და უდიდესი სიმდიდრის მოპოვება, უბრალოდ, უნდა ავღნიშნოთ, რომ იგივე განმეორდება მომავალშიც. რაც დრო გადის და ჯეკპოტი არ თამაშდება, შესაბამისად თანხა იზრდება და ონლაინ სამორინეებში ახალი სლოტ საიტები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. ამ თამაშების არეალში მოხვედრის შემთხვევაში თქვენც პოტენციური მილიონერი ხდებით!

რეკომენდირებული კაზინო

ბონუს პაკეტი
€ 
50

200%-ანი გაწევრიანების ბონუსი $50. მხოლოდ ახალი მოთამაშეებისთვის

ბონუს პაკეტი
€ 
50

200%-ანი გაწევრიანების ბონუსი €50. მხოლოდ ახალი მოთამაშეებისთვის

ბონუს პაკეტი
€ 
100

100%-ანი გაწევრიანების ბონუსი $100. მხოლოდ ახალი მოთამაშეებისთვის

ბონუს პაკეტი
€ 
100

100%-ანი გაწევრიანების ბონუსი €100. მხოლოდ ახალი მოთამაშეებისთვის

ბონუს პაკეტი
€ 
100

100%-ანი გაწევრიანების ბონუსი $100. მხოლოდ ახალი მოთამაშეებისთვის

ბონუს პაკეტი
50

100%-ანი გაწევრიანების ბონუსი $200. მხოლოდ ახალი მოთამაშეებისთვის

ბონუს პაკეტი
€ 
150

100%-ანი გაწევრიანების ბონუსი €150. მხოლოდ ახალი მოთამაშეებისთვის

Blog